C2 დონე: სრულყოფილი ფლობა
ხანგრძლივობა: 2 კვირა
დონის ზოგადი დახასიათება¶
მიზანი¶
დონის დასრულებისას, შეძლებ, გაიგო პრაქტიკულად ნებისმიერი სახის ზეპირი თუ წერილობითი ტექსტი. გექნება უნარი, მოახდინო ინფორმაციის შეჯამება სხვადასხვა წყაროდან, არგუმენტებისა და თხრობის რეკონსტრუირება და მათი თანმიმდევრულად გადმოცემა. შეძლებ სპონტანურად, ძალიან თავისუფლად და ზუსტად აზრის გამოხატვას, ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი მნიშვნელობის ნიუანსების დიფერენცირებით.
აქცენტი¶
პროგრამა ფოკუსირებულია ენის სტილისტურ ნიუანსებზე, რეგიონულ ვარიაციებზე, ისტორიული გრამატიკის ელემენტებსა და ლიტერატურული ენის თავისებურებებზე. მიზანია ენის ინტუიციური და შემოქმედებითი გამოყენების უნარის განვითარება.
შესასწავლი საკითხები¶
ლიტერატურა, ისტორია, ლინგვისტიკა, ესპანურენოვანი სამყაროს კულტურული მრავალფეროვნება.
გრამატიკული საკითხები¶
გრამატიკული სტრუქტურების გამონაკლისები და იშვიათი გამოყენების შემთხვევები. სხვადასხვა ეპოქისა და რეგიონის ენობრივი თავისებურებები.
მიზნების მიღწევა¶
დასახული მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილია ლიტერატურული ტექსტების სტილისტური ანალიზით, კვლევითი ნაშრომის მომზადებით, სიმულაციური თარგმანით, შემოქმედებითი წერით.