B2 დონე: მაღალი საშუალო საფეხური
ხანგრძლივობა: 2 კვირა
დონის ზოგადი დახასიათება¶
მიზანი¶
დონის დასრულებისას, შეძლებ, გაიგო რთული ტექსტების ძირითადი იდეები როგორც კონკრეტულ, ისე აბსტრაქტულ თემებზე, მათ შორის ტექნიკური ხასიათის დისკუსიები პროფესიულ სფეროში. გექნება უნარი, დაამყარო თავისუფალი და სპონტანური კომუნიკაცია, რაც შესაძლებელს ხდის რეგულარულ ურთიერთობას მშობლიურ ენაზე მოსაუბრეებთან დაძაბულობის გარეშე. შეძლებ ნათელი, დეტალური ტექსტის შექმნას მრავალფეროვან თემებზე.
აქცენტი¶
პროგრამა ფოკუსირებულია სუბიექტური კილოს (Modo Subjuntivo) შესწავლასა და მის გამოყენებაზე სხვადასხვა სემანტიკურ-პრაგმატულ კონტექსტში (სურვილი, ეჭვი, ემოცია, უარყოფა). ასევე, შეისწავლი პირობითი წინადადებების ყველა ტიპს, პასიური გვარსა და რთულ სინტაქსურ სტრუქტურებს.
შესასწავლი საკითხები¶
აზრის დაფიქსირება და არგუმენტირება, ჰიპოთეზების ფორმულირება, სინანულის გამოხატვა, ირიბი ნათქვამი, მედია, სოციალური და კულტურული საკითხები.
გრამატიკული საკითხები¶
Presente de Subjuntivo, Pretérito Imperfecto de Subjuntivo, პირობითი წინადადებები (reales, potenciales, irreales), პასიური გვარი (Voz pasiva con "ser" y pasiva refleja), ირიბი ნათქვამი (Estilo indirecto).
მიზნების მიღწევა¶
დასახული მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილია დებატებით, პრეზენტაციებით, ოფიციალური და არაოფიციალური წერილების შედგენით, მედია ტექსტების ანალიზითა და განხილვით.
საფუძველი მომდევნო საფეხურისთვის¶
B2 დონის წარმატებით დასრულება მოგამზადებს C1 საფეხურისთვის, სადაც დაეუფლები ენის სტილისტურ ნიუანსებს, იდიომატურ გამოთქმებს და შეძლებ აკადემიური და პროფესიული ტექსტების შედგენას.